გიტარისტი რონი ვუდის ინფორმაციით, თავდაპირველად ჯგუფის წევრები ალბომის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს წამოაყენებენ, შემდეგ ამ იდეებს სრულყოფილ სახეს მისცემენ და მუშაობას შეუდგებიან.
მიმდინარე წელს ჯგუფს დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსები რამდენიმე კონცერტის ჩატარებას გეგმავენ.
ორი თვის შემდეგ გაყიდვაში ჯგუფის ისტორიის ამსახველი ფოტოალბომი “The Rolling Stones: 50” გამოჩნდება.სექტემბერში მსოფლიოს კინოთეატრებში დოკუმენტური სურათის პრემიერა გაიმართება. ამ ფილმში ჯგუფის მიერ გავლილი გზა დეტალურად იქნება ნაჩვენები.
გუშინ ამერიკულმა გამოცემამ “Billboard” სრულიად საწინააღმდეგო ცნობა გაავრცელა. არ არის საიდუმლო, რომ ჯგუფის ლიდერ მიკ ჯაგერს კოლეგებთან მძიმე ურთიერთობა გააჩნია და “The Rolling Stone”-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს თავს არიდებს.
აღმოჩნდა რომ ჯაგერი რონი ვუდს დაუკავშირდა და განუცხადა რომ ჯგუფის მომავალ პროექტებში მონაწილეობას კატეგორიულად არ აპირებს. განრისხებულმა მიკმა ვუდს მისი თანხმობის გარეშე უსაფუძვლო ინფორმაციების გავრცელებისათვის პასუხი მოსთხოვა.
გუშინ რონი ვუდმა ახალი პრეს-კონფერენცია მოიწვია და განაცხადა რომ ჯგუფის სამომავლო გეგმები ჯერ ცნობილი არ არის, ახალი ალბომის ჩაწერის შესახებ აგორებული ხმები კი სიმართლეს არ შეეფერება.