ნებისმიერი ცვლილება ტელევიზიაში, სარედაქციო მენეჯმენტში, სარედაქციო პოლიტიკაში, არ არის დასაშვები, არ არის მისაღები ამ პერიოდში, როდესაც ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო ეტაპზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ტელეკომპანია ”რუსთავი 2” -ის შესახებ დასმული კითხვის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
”ახლა არ იქნებოდა ჩემგან მიზანშეწონილი, რომ გავაკეთო კომენტარი თვითონ პროცესზე, რადგან პროცესი არის სააპელაციო დონეზე აყვანილი. ამის შესახებ რამდენჯერმე გამიკეთებია კომენტარი. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერი ცვლილება ტელევიზიაში, სარედაქციო მენეჯმენტში, სარედაქციო პოლიტიკაში არ არის დასაშვები, არ არის მისაღები ამ პერიოდში, როდესაც ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო ეტაპზე”, - განაცხადა იან კელიმ.