რუსეთი შავი ზღვის „ნატო-ს ტბად“ გადაქცევას არ დაუშვებს. ამის შესახებ ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ Российская Газета-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან ნატო-ს იმ გეგმის კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმად, ალიანსი შავი ზღვის ახალ სტრატეგიას მიიღებს.
„დღეს ნატო კონფრონტაციული სქემების გადატანას შავი ზღვის აკვატორიაზე ცდილობს. ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია შავი ზღვის „რუსულ ტბად“ გადაქცევა. მაგრამ ნატო-ში კარგად ესმით, რომ შავი ზღვა არც „ნატო-ს ტბად“ არ გადაიქცევა. ჩვენ ყველა საჭირო ზომას მივიღებთ შესაძლო საფრთხეების და რუსეთზე სამხრეთის მიმართულებიდან ძალისმიერი ზეწოლის მცდელობების ნეიტრალიზებისთვის“, -განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.
მისი თქმით, ნატო-ს ქმედებები აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მხრიდან „სამხედრო-ტექნიკური პასუხის“ გარეშე არ დარჩება.
„ნატო-სთან ურთიერთობას „ცივი ომად“ ვერ შევაფასებდი, მაგრამ ალიანსი უსაფრთხოების უზრუნველყოფის იმ სქემებზე გადადის, რომელიც „ცივი ომის“ პერიოდში არსებობდა“, - აღნიშნა გრუშკომ.