საქართველო იქამდე მიიყვანეს, რომ ორი რეგიონი დაკარგა, ევროკავშირმა ასეთ მიდგომაზე უარი უნდა თქვას

საქართველო იქამდე მიიყვანეს, რომ ორი რეგიონი დაკარგა, ევროკავშირმა ასეთ მიდგომაზე უარი უნდა თქვას

ევროკავშირმა უნდა შეიგნოს, რომ თურქეთთან არ შეიძლება საუბარი ისეთივე ულტიმატუმის ფორმით, რომელსაც ევროკავშირი იყენებს უკრაინასა და საქართველოსთან. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა ევროკავშირის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც თურქეთისგან ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას ითხოვს.

„მათ უნდა გაიგონ, რომ თურქეთთან საქმის ასე წარმართვა არ შეიძლება. ისინი ასე იქცეოდნენ უკრაინასთან: „ან ჩვენთან ხართ, ან არა“. საქართველო იქამდე მიიყვანეს, რომ ორი რეგიონი დაკარგა. ევროკავშირმა ასეთ მიდგომაზე უარი უნდა თქვას“. - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისი თქმით, ევროკავშირი თურქეთში უნდა ხედავდეს გრძელვადიან პარტნიორს.

„ჩვენ არ გვინდა სრული წევრობა. საუბარია მხოლოდ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე. ქვეყნისადმი ასეთი დამოკიდებულება, რომელმაც ამდენი პირობა შეასრულა და რომელიც ავლენს სიმტკიცეს ამ მიმართულებით, არ არის სწორი და უსამართლოა. თურქეთი ებრძვის მრავალ ტერორისტულ ორგანიზაციას. ასეთ ვითარებაში კანონმდებლობის შეცვლა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით შეუძლებელია“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.