„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება.
მდინარაძის განცხადებით, ამ შეფასებაში იყო საუბარი ქვეყნის განვითარებაზე, ევროპულ არჩევანზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში პერსპექტიულ თანამშრომლობაზე და შესაბამისად მათ წევრობაზე.
“ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები რაც არის თავის მხრივ გარანტია იმისა რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე თავის თავზე იგრძნობს ამ კეთილდღეობას.“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.