ისინი განსაკუთრებით მაშინ დაახლოვდნენ, როდესაც კომპოზიტორი ტრაგედია “ეგმონტის” მუსიკაზე მუშაობდა.
ერთხელ ორივე ვენის პარკის ხეივანში დასეირნობდა. შემხვედრნი ესალმებოდნენ მათ ხაზგასმული თავაზიანობითა და პირმოთნეობით.
მათ მისალმებაზე მხოლოდ გოეთე პასუხობდა. ბოლოს და ბოლოს გაღიზიანებულმა პოეტმა უთხრა თავის მეგობარს:
- როგორ მომბეზრდა ეს გაუთავებელი მისალმება!
- თქვენო აღმატებულებავ, ნუ ჯავრობთ, - ოლიმპიური სიმშვიდით შენიშნა ბეთჰოვენმა, - შესაძლებელია, ისინი მე მესალმებიან.