კლიპის "My Valentine" რეჟისორი თავად მაკარტნია. პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მაკარტნიმ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და კლიპზე მუშაობა ძალიან მოეწონა.
"ახალგაზრდობაში ვფიქრობდი, რომ 30 წლის ადამიანი უკვე მოხუცია. 69 წლის ადამიანის გადმოსახედიდან კი ვხვდები, რომ 30 წელი ძალიან ახალგაზრდული ასაკია", - განაცხადა მუსიკოსმა.