მას შემდეგ, რაც 2005 წელს ეკრანებზე "მისტერ და მისის სმიტები" გამოვიდა, ვარსკვლავ მეუღლეებს ერთად აღარ უთამაშიათ.
გავრცელდა ხმა, რომ რეჟისორმა თავდაპირველად ახალ პროექტში მხოლოდ ანჯელინა მიიწვია, თუმცა მსახიობმა საკუთარი პირობები წამოაყენა და განაცხადა, რომ ფილმში მხოლოდ მეუღლესთან ერთად ითამაშებდა.
სკოტი დაარწმუნეს, რომ ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი ცოლ-ქმრის ერთ პროექტში გამოჩენა ფილმისთვის გაყიდვების თვალსაზრისით მომგებიანი იქნებოდა. რა როლს შეასრულებენ ჯოლი და პიტი ჯერ უცნობია, თუმცა გავრცელდა ხმა, რომ მსახიობების პერსონაჟებს ერთმანეთთან კონფლიქტი ექნებათ.
ფილმი მოგვითხრობს იურისტზე, რომელიც ნარკო-ბიზნესის ბინძურ საქმეებში გაეხვევა და ცდილობს, ამ ვითარებას თავი დააღწიოს. მთავარი როლი მაიკლ ფასბენდერს ერგო. სხვა როლებზე უკვე დაამტკიცეს ნატალი პორტმანი და ხავიერ ბარდემი.