ჯიმი ჰენდრიქსი ყველაზე პოპულარულია

ჯიმი ჰენდრიქსი ყველაზე პოპულარულია

გუშინ რადიოსადგურმა “Planet Rock” ერთი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. რადიოს მსმენელებს იმ გარდაცვლილი მუსიკოსების ვინაობა უნდა დაესახელებინათ, რომელთა ცოცხლად ხილვას ისურვებდნენ.

ამ ინტერაქტივში დიდი უპირატესობით ცნობილმა ამერიკელმა გიტარისტმა ჯიმი ჰენდრიქსმა გაიმარჯვა.

საპატიო მეორე ადგილი ჯგუფი “Queen”-ის ლიდერ ფრედი მერკურის ერგო, მესამე პოზიციაზე კი რონი ჯეიმს დიო განთავსდა.

იმ გარდაცვლილი მუსიკოსების პირველი ათეული, რომელთა ცოცხლად ხილვასას ბრიტანელი მელომანები ისურვებდნენ შემდეგნაირად გამოიყურება.

1. ჯიმი ჰენდრიქსი

2. ფრედი მერკური

3. რონი ჯეიმს დიო

4. ფილ ლინოტი

5. ჰარი მური

6. ბონ სკოტი

7. რორი გალაჰერი

8. ჯონ ბონემი

9. ჯიმ მორისონი

10.კიტ მუნი