ცნობილი გახდა რომ ფესტივალის სცენაზე პოპულარული ჯგუფები “Black Sabbath”, “Red Hot Chili Peppers” და მომღერალი ჯეკ უაიტი გამოვლენ.
ზემოთდასახელებული ჯგუფების გარდა ფესტივალზე დაპატიჟებულები არიან “The Black Keys”, “Bloc Party”, “Calvin Harris”, “Franz Ferdinand”, “Justice”, “Sigur Ros”, “Die Antwoord” და “At the Drive-in”.
ცნობილი გახდა რომ ოზი ოსბორნის ჯგუფი ჩიკაგოში ტონი აიაომისთან ერთად ჩაფრინდება. ბოლო დროს აიომის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა და მუსიკოსს იმედი აქვს რომ ამ ფესტივალში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.
“Lollapalooza”-ს მუსიკალური ფესტივალი 1991 წლიდან ტარდება. მისი გამართვის იდეა ჯგუფი “Jane's Addiction”-ის ლიდერს პერი ფარელს ეკუთვნოდა.