ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 26 მაისს „გაიცანი საქართველოს“ პროექტით წარსდგება

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 26 მაისს „გაიცანი საქართველოს“ პროექტით წარსდგება

2016 წლის 26 მაისის ღონისძიებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარსდგება „გაიცანი საქართველოს“ პროექტით, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა 3 სივრცე, სადაც, სტუმრებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობებში - გადაიღონ ფოტოები, გიფები, ვირტუალურ რეალობაში დაათვალიერონ საქართველოს კონკრეტული კუთხეები და ა.შ.

პირველ სივრცეში წარმოდგენილი იქნება მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, რომლებიც მოაწყობენ ლაშქრობის იმიტაციას. ტერიტორია გაფორმდება ლაშქრობისთვის საჭირო სხვადასხვა დეკორაციით, ხელოვნური ბალახით, მოეწყობა კოცონი. მოლაშქრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე განათავსებენ რამდენიმე კარავსა და ლაშქრობისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობას, ხოლო  დაინტერესებულ პირებს ჩაუტარებენ მასტერ კლასებს.

მეორე სივრცე იქნება ვირტუალური რეალობა,  რომელიც ღონისძიებაზე მისულ სტუმარს  სპეციალური მოწყობილობის საშუალებით,  ვირტუალურად ამოგზაურებს საქართველოს რომელიმე რეგიონში და საშუალებას მისცემს ვირტუალურად გამოსცადონ რომელიმე სპორტული აქტივობა (პარაპლანით დაშვება).

მესამე სივრცეში მოეწყობა სიტუაციური ფოტოსტენდი - „რეტრო მანქანა, რომელიც მზად არის სამოგზაუროდ გასასვლელად და ელოდება მგზავრებს“.

მეოთხე სივრცეში, რეტრო მანქანასთან და გიფერთან ერთად განთავსდება  მიმართულების მაჩვენებელი  აბრები. რომელზეც  კონკრეტული ლოკაციების მიმართულება და მანძილი იქნება გამოსახული.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, დაურიგდებათ ადმინისტრაციის ბრენდირებული ბუშტები, პატარა ზომის საპრომოციო დროშები,  მუყაოს კეპები და  “Thumbs Up”  მარაოები.