მუსიკოსის ბოლო სტუდიური ნამუშევარი “It's Not Me, It's You” 2009 წლით არის დათარიღებული. ამ ალბომის გამოცემის შემდეგ მომღერალმა პროფესიული კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
იძულებითმა უქმობის პერიოდმა სამი წელი გასტანა. ორი თვის წინ ალენი საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიაში განმარტოვდა და ახალი დისკისათვის მასალის მომზადება დაიწყო.
მიმდინარე წლის იანვარში ლილი ალენმა ლონდონის ცენტრში ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. ამის გარდა რამდენიმე კომპოზიციაც ჩაწერა, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ თეატრში, ბრიჯიტ ჯონსის შესახებ დადგმულ მიუზიკლში აჟღერდება. ამ სპექტაკლის პრემიერა 2012 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.