"ქუთაისში სიარულზე დრო რომ არ დახარჯონ, წავიდნენ პირდაპირ თბილისში"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტის დატროვებას არჩევნებისთვის სამზადისის მოახლოებით ხსნის.

ქუცნაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხვდებიან, რომ დარჩენილ ვადაში, უკვე პარლამენტი 10 პრინციპულ საკითხზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას.

"ამიტომ მათთვის საპარლამენტო ტრიბუნაზე მეტად აქტუალურია საარჩევნო უბნები და ოლქები. აქედან გამომდინარე, ქუთაისში სიარულზე დრო რომ არ დახარჯონ, წავიდნენ პირდაპირ თბილისში",-განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სხდომა დატოვა.