ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

პრეზიდნეტი გიორგი მარგველაშვილი უახლოეს პერიოდში უშიშროების საბჭოს მოიწვევს, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იქნება.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივნმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, სუს-ის ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.