ე.წ. კანონიერ ქურდს „გია გალსკის“ რუსეთიდან გამოაძევებენ

ე.წ. კანონიერ ქურდს „გია გალსკის“ რუსეთიდან გამოაძევებენ

კრიმინალურ ავტორიტეტს გიორგი ზარანდიას, მეტსახელად „გია გალსკის“ სამშობლოში გააძევებენ, - ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მოსკოვის ხოროშევის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

36 წლის გიორგი ზარანდია 23 მაისს მოსკოვში დააკავეს. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ყალბი პასპორტი გიორგი ზურაბოვის სახელზე.

ამჟამად ”კანონიერი ქურდი” დროებით იზოლატორში იმყოფება. გაძევებამდე მან რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოფნის წესების დარღვევისთვის 5 ათასი რუბლის ჯარიმა უნდა გადაიხადოს.