ქართული არხების ღია ეთერით მიღება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე უკვე შესაძლებელია

ქართული არხების ღია ეთერით მიღება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე უკვე შესაძლებელია

ქართული არხების ღია ეთერით მიღება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის 2016 წლის 23 მაისიდან არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შპს ”სტერეო +” დან აცნობეს.

მათი განცხადებით, კერძო მულტიპლეს ოპერატორმა - შპს ,,სტერეო +“-მა ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დასაფარად სამუშაოები დაასრულა. გალის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის, გულრიფშის, ახალგორის და ცხინვალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას 20-მდე ქართული არხის უფასოდ მიღების შესაძლებლობა აქვს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და თავისივე სახსრებით განახორციელა.

შპს ”სტერეოს” ინფორმაციით, სიგნალის მისაღებად საჭიროა დეციმეტრული ანტენა და DVB-T2 სტანდარტის მოწყობილობა (SET –TOP-BOX).