გია ვოლსკი:   ხურჩაში არა მარტო ადამიანს, არამედ პოზიტიურ ტენდენციებს ესროლეს

გია ვოლსკი: ხურჩაში არა მარტო ადამიანს, არამედ პოზიტიურ ტენდენციებს ესროლეს

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობით ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს ესროლეს.

დეპუტატი ხურჩაში მომხდარ ტრაგედიას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

”საკმაოდ სერიოზული ფაქტი მოხდა. ნებისმიერი ადამიანის დაღუპვა არის ტრაგედია მთელი ქვეყნისათვის. ადრე თუ გვიან დამნაშავე უნდა დაისაჯოს. არსებობს სახელმწიფო მნიშვენლობის საკითხები და ვფიქრობ, გარკვეულ პოზიტიურ ტენდენციებს ესროლეს და არა მარტო ამ ადამიანს. ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის განვითარებას კიდევ მეტი საფუძველი მიეცემოდა, თუნდაც იმ ჰოსპიტალის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, თუნდაც რუხის სავაჭრო ცენტრის გახსნის შემდეგ. უამრავი საკითხია, რომელსაც ამ გასროლილმა ტყვიამ სერიოზული ზარალი მიაყენა გარდა იმ ოჯახისა, სადაც ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.