გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი პარასკევიდან ამოქმედდება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სოხუმში, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„პირველად ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ, ქალაქ გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მუშაობას განვაახლებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია“, - განაცხადა ჩირიკბამ.
მისი ცნობით, საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობა პარასკევს დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინციდენტისა და სხვა პრობლემების კონსტრუქციული განხილვა მოხდეს“, - აღნიშნა ჩირიკბამ.