"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პარლამენტი დატოვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ, პარლამენტის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ეკა ხელხეულიძის პროტესტის მიზეზი კორცხელში მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და პარლამენტში, დეპუტატებს შორის მოხდარი დაპირისპირება გახდა.

"მე ვფიქრობ რომ ის მხეცობა, რაც კორცხელში მოხდა, დღეს საპარლამენტო დარბაზში გრძელდება. თქვენთვის არ არსებობს ტრაგედია, რომელიც წითელ ზღვრად ჩაითვლება, რომელიც დაგაფიქრებთ და ქვეყნის მომავლის გზას აგარჩევინებთ. მგონია, რომ უნდა დავიტოვო მორალური უპირატესობა და თქვენთან ერთად მუშაობას ბოიკოტი გამოვუცხადო. ეს არის ჩვეულებრივი სამხეცე, სადაც არ ვაპირებ ამ სანახაობის მონაწილე გავხდე და ვტოვებ ამ დარბაზს. ერთმანეთს შევხვდებით 8 ოქტომბერს, სადაც განაცებთ იგივე შედეგს, რაც იგემეთ 22 მაისს, კორცხელსა და ნასაკირალში",- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.