ზაზა პაპუაშვილის განცხადებას პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

ზაზა პაპუაშვილის განცხადებას პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის აპრლამენტში გაკეთებულ მოწოდებას, რომ დეპუტატებს 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივი წუთიერი დუმილით მიეგოთ, დაპირპისირება მოჰყვა.

ზაზა პაპუაშვილის მოწოდებას არ აჰყვნენ "ნაციონალური მოძროაბის წევრები" რამაც უმრავლესობსი წევრებში გაღიზიანება გამოიწვია, რაც შემდგომში ფიზიკურ დაპირპისრებაში გადაიზარდა.

დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის ზვიად ძიძიგურმა დარბაზიდან გააძევა. დაპირპისირება ამის შემდეგაც გაგრძელდა.

"ყველა გვახსოვს 2011 წლის 26 მაისი, რა შავ დილად გაუთენა ქვეყანას "ნაციონალურ-ბოილშევიკურმა მოძრაობამ" და მისმა ლიდერმა აქედან გაქცეულმა სხვა ქვეყნის მოქალაქემ. გთხოვთ, ვინც ხართ 26 მაისი მონაწილენი და ვინც არა ხართ, ყველამ პატივი მივაგოთ იმ დღეს გარდაცვლილ ადამიანებს და არა მარტო იმ დღეს, ყველას, ვინც ამ 9 წლის განმავლობაში ჯანმყრთელობა დაკარგა, ვინც გარდაცვლილია, წამოვუდგეთ ერთი წუთით ფეხზე და ამით პროტესტი გამოვუცხადოთ იმას, რაც ჩაიდინეს 2011 წლის 26 მაისს",- განაცხაზა ზაზა პაპუაშვილმა.  სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა პარლამენტში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირპისპირება.