ოქტომბერში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება, - აღნიშნული განცხადება ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართული შეხვედრის შემდგომ გააკეთა.
ზანიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ და ეუთო-ს წარმომადგენელმა უკვე დაგეგმეს ერთობლივი სამუშაოები. მისივე განცხადებით, ეუთო საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება.
„ოქტომბერში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება. როგორც წესი, ეუთო იქნება წარმოდგენილი, რომ ერთად გავაკეთოთ რაც შესაძლებელია და განვახორციელოთ დაკვირვება. ეს არჩევნები საქართველოსთვის იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ. სწორედ ამ თემაზე გვქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და დავგეგმეთ ერთობლივი სამუშაოები“, - აღნიშნა ლამბერტო ზანიერიმ.