ამ სპორტული ღონისძიების დასკვნით დღეს, 12 აგვისტოს, ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე საზეიმო კონცერტის ჩატარებაა დაგეგმილი. მისი სახელწოდებაა “A Sympony of British Music”. მასში შემდეგი ჯგუფები და მუსიკოს შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას: “Take That”, “The Rolling Stones”, “Spice Girls”, ადელი, სერ ელტონ ჯონი და სერ პოლ მაკარტნი.
ამ ღონისძიებაზე ახლო წარსულში პოპულარული ბრიტანული ჯგუფი “Sex Pistols”-იც უნდა გამოსულიყო. სამწუხაროდ მუსიკოსებმა კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს.
გუშინ გამოცემა “The Times”-ის ჟურნალისტი ჯგუფის ვოკალისტ ჯონი ლეიდონს ესაუბრა. ბატონმა ჯონმა განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები 12 აგვისტოს სცენაზე აღარ გამოჩნდებიან.. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მუსიკოსმა არ დააზუსტა.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “Sex Pistols”-ს ჯგუფი “The Clash” შეცვლის.