არამგონია რუსეთიდან მომდინარე საფრთხე დასავლეთს დავიწყებული ჰქონდეს. ამის შესახებ ექსპერტმა მაიკლ ჩეჩირემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ჩეჩირეს განცხადებით, თეთრი სახლი და ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებისთვის მცდელობებს არ იშურებენ და, ამ მხრივ, ერთი მიმართულებით მიდიან.
„ჩემი აზრით, ეს არის საკმაოდ ხელშესახები დემონსტრაცია იმისა, რომ დასავლეთი საკამოდ სერიოზულად უდგება ამ ვითარებას. აქ საქართველოში და სხვაგანაც ვფიქრობ რუსეთის საკითხი ერთ-ერთია სხვა პრობლემებს და საფრთხეებს შორის“, - აღნიშნა ჩეჩირემ.
მისივე თქმით, საფრთხეებს და პრობლემებს შორის არის დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ და სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი.