ნიუ მეხიკოს შტატში დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა აშშ-ის ნიუ მეხიკოს შტატში დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა. როგორც „ბიბისი“ წერს, აქცია მიმდინარეობდა შენობასთან, სადაც პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი ამომრჩეველს ხვდებოდა.
ტრამპის მოწინააღმდეებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის შემდეგაც შენობაში შეღწევა სცადეს.
სამართალდამცველებმა აქციის დასარბევად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენეს.
ნიუ მეხიკოს შტატში, სადაც ყველაზე მეტი ლათინოამერიკელი ცხოვრობს, მოსახლეობის უმრავლესობა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არის განწყობილი.