ნატო-ს გეგმა გააძლიეროს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი, პასუხია რუსეთის სამხედრო ქმედებებზე საქართველოში, უკრაინასა და სირიაში

ნატო-ს გეგმა გააძლიეროს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი, პასუხია რუსეთის სამხედრო ქმედებებზე საქართველოში, უკრაინასა და სირიაში

ნატო-ს გეგმა გააძლიეროს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი არის პირდაპირი პასუხის რუსეთის სამხედრო ქმედებებზე საქართველოში, უკრაინასა და სირიაში. ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ნატო, განსაკუთრებით კი ალიანსის აღმოსავლელი წევრები რუსეთის აგრესიის გამო საფრთხეს გრძნობენ.

ნატო-ს გენერალმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოსაზღვრე ალიანსის წევრებს სურთ, „უფრო მეტად იყონ დარწმუნებული, რომ ნატო ქმედებებისთვის მზად არის“.