ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილე საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას ურჩევს

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილე საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას ურჩევს

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილე ალინა პოლიაკოვა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს ხელისუფლებას რჩევებს აძლევს. როგორც პოლიაკოვა ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბარში აღნიშნავს, პროპაგანდისთვის კრემლი იყენებს მედიის საშუალებებს, კვლევით ინსტიტუტებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ რელიგიურ ჯგუფებს და დასავლური ღირებულებების არასწორი ინტერპრეტაციით მათ აქტიურ ანტირეკლამას ეწევა.

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ კრემლის პროპაგანდის მთავარ სამიზნეებად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათ შორის, საქართველო რჩება.

„აშკარად ისეთი ქვეყნებია მთავარი სამიზნე, როგორიცაა საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა. რუსეთის გარეთ მცხოვრები რუსულენოვანი უმცირესობებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფია, მათ შორის ევროპაში, ბალტიისპირეთში მცხოვრები ადამიანებიც... ამ ქვეყნებზე გავლენა განსაკუთრებით 2012 წელს პუტინის ძალაუფლებაში დაბრუნების შემდეგ გაიზარდა“, - აცხადებს პოლიაკოვა.

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილის აზრით, ერთადერთი რამ, რაც საქართველოს მთავრობას შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ გააძლიეროს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, დამოუკიდებელი მედია და ასევე ხელი შეუწყოს არასამთავრობო სექტორს.