ავღანეთში მოქმედმა ექსტრემისტულმა მოძრაობა „თალიბანმა“ ახალი ლიდერი დაასახელა. თალიბების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამიერიდან მებრძოლებს დაღუპული ლიდერის, მულა მანსურის მოადგილე, ჰაიბატულა ახუნზადა უხელმძღვანელებს.
ის „თალიბანში“ შარიათის სასამართლოების ჩატარებისთვის იყო პასუხისმგებელი.
„თალიბანის“ ექს-ლიდერის მულა მანსურის დაღუპვის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. პენტაგონის ცნობით, ის ამერიკული ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.