რუსეთი თბილისსა და სოხუმს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმებას მიესალმება

რუსეთი თბილისსა და სოხუმს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმებას მიესალმება

რუსეთის საგარეო უწყება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის შეთანხმებას მიესალმება, რაც უახლოეს მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გალში შეხვედრის გამართვას ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნაული.

მასში ნათქვამია, რომ სერგეი ლავროვის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შორის ქართული მხარის ინიციატივით სატელეფონო საუბარი გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, კარასინი ამასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა.

„რუსული მხრიდან დადასტურდა ამ შეხვედრის წარმატებით ჩატარების დაინტერესება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის წინ, რომელიც 14-15 ივნისს გაიმართება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.