“The Beatles”-ის ვაჟიშვილები ჯგუფს აყალიბებენ

“The Beatles”-ის ვაჟიშვილები ჯგუფს აყალიბებენ

გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ჯგუფი “The Beatles”-ის წევრების ვაჟიშვილები  ჯგუფს ჩამოაყალიბებენ.

ეს იდეა სერ პოლ მაკარტნის შვილ ჯეიმს ეკუთვნის. თავად მუსიკოსი ჯეიმსი, ცოტა ხნის წინ ჯონ ლენონის ვაჟიშვილ შონს დაუკავშირდა და ამ პროექტის იდეა გააცნო. ზემოთდასახელებულ წყვილს მოგვიანებით ჯორჯ ჰარისონის ვაჟი ხანიც შეუერთდა. სამწუხაროდ რინგო სტარის შვილი, ასევე მედოლე ზაკ სტარი ამ ახალ ჯგუფში გაწევრიანებაზე ჯერჯერობით ყოყმანობს.

საინტერესოა, რომ მაკარტნის, ლენონის, რინგოსა და ჰარისონის მემკვიდრეებს გარკვეული მუსიკალური  გამოცდილება უკვე გააჩნიათ.

ჯეიმს მაკარტნი სახელოვანი მამის ორი ალბომის ჩაწერაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა, ნორჩი ასაკიდან შონ ლენონი, იოკო ონოს სხვადასხვა მუსიკალურ ექსპერიმენტებში აქტიურად ეხმარებოდა.

ხანი ჰარისონი 2001 წლიდან სცენაზე დგას და რამდენიმე ალბომის ჩაწერა უკვე მოასწრო. ჯორჯ ჰარისონის გარდაცვალების შემდეგ, ხანმა მამამისის ბოლო დაუსრულებელი ალბომი “Brainwashed”-ისთვის რამდენიმე კომპოზიცია ჩაწერა და მას დასრულებული სახე მისცა.

ჯერჯერობით უცნობია ლივერპულელი ოთხეულის შვილები ერთობლივი ალბომის ჩაწერას როდის დაიწყებენ და ეს ნამუშევარი დღის სინათლეს როდის იხილავს.