პირველი ასეთი ოპერეტა 1905 წელს დაიდგა – ეს იყო მიულერ-უმცროსის “ვენის სისხლი”.
მრავალი წარმოდგენის შემდეგ, ვენის ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა სტატია, რომელშიაც ეწერა:
“მიულერმა, მას შემდეგ რაც დაწერა ოპერეტა შტრაუსის მუსიკაზე, შეიძინა ქვის სახლი, მაგრამ შტრაუსს რომ ეწერა ოპერეტები მიულერის მუსიკაზე, იგი შიმშილით მოკვდებოდა”.