კომპანია Lipton Ice Tea ახალ რეკლამაზე მუშაობას იწყებს, სახელწოდებით „სწრაფი გაგრილება.“ სარეკლამო რგოლში მონაწილეობას ტრადიციულად ჰიუ ჯეკმანი მიიღებს. ის უკვე გადაიღეს ჩაი ლიპტონის ორ რეკლამაში, „ფანატი“ და „სილის გაწნა“.
ამ ახალი სარეკლამო რგოლით დაიწყება ბრენდისა და მსახიობის თანამშრომლობის მესამე წელი. რეკლამაში მსახიობს უცხო ენაზა სიმღერა, ირანდა კერისგან განსხვავებით არ მოუწევს. კომპანია წელს, ხაზს უსვამს ცივი ჩაის გამაგრილებელ ფუნქციასა და ენერგიის აღმდგენ ხარისხს.
რეკლამის გადაღებები ბუდაპეშტის თვალწარმტაც ბუნებაში დაიწყება. ჰიუ ჯეკმანის პარტნიორები ბრიტანელი ტოპ მოდელი ზოი ჰავლერი და ამერიკელი მსახიობი ბენ კლარკი იქნებიან.
რეკლამაში „სილის გაწნა“ ჰიუ გადასაღებ მოედანზე, 30-იანი წლების მსახიობს ასახიერებს. ვიდეოს სახელიდან გამომდინარე, ის ახალგაზრდა პარტნიორი გოგონასგან და არა, მარტო მისგან, არა ერთ სილას იღებს. „კარგად ნაცემი“ ჰიუ შესვენებაზე გადის და განტვირთვას ჩაი ლიპტონის საშუალებით ახერხებს. „მიუხედავად იმისა, რომ ყველა მე მირტყამდა, წინა სარეკლამო რგოლის გადაღება მაინც მომეწონა. მთელი გადამღები ჯგუფი ერთმანეთისადმი მეგობრულად ვიყავით განწყობილი და შესაბამისად, ეს პროცესიც სასიამოვნო მეჩვენებოდა“,-აღნიშნა პრესასთან საუბარში მსახიობმა.