ეს დისკი ბობ დილანის რიგით მე-15 სტუდიური ჩანაწერი გახლავთ. მუსიკოსმა ის 1975 წლის იანვარში გამოსცა. მის მომზადებაში დილანის მეუღლე სარამაც მიიღო მონაწილეობა.
ბობ დილანის მტკიცებით, ამ დისკში განთავსებული კომპოზიციების ტექსტები მწერალი ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდანაა აღებული.
1975 წელს ალბომი “Blood on the Tracks” ამერიკული მუსიკალური დისკების ჩართებში პირველ ადგილზე გავიდა, ბრიტანულ რეიტინგებში კი საპატიო მეოთხე საფეხური დაიკავა.
ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება ამ კინოსურათის გადაღება, ასევე არ არის ცნობილი რომელი კინორეჟისორი გადაიღებს მას.