მუსიკალური გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1.2 და 3 აგვისტოს ცნობილი ჯგუფი “Metallica”-ს წევრები მექსიკაში კონცერტებს ჩაატარებენ. ამ ღონისძიებებზე გასასწრები ბილეთები გასაყიდად ორი დღის წინ გაიტანეს და საათნახევრის განმავლობაში მისი 60 ათასი ცალი გასაღდა. საინტერესოა, რომ მექსიკაში გამგზავრებამდე, მიმდინარე წლის 23 და 24 ივლისს ჯგუფი როკ-ფესტივალს ჩაატარებს. მისი სახელწოდებაა“Orion Music + More”. ეს ღონისძიება ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ატლანტიკ-სიტიში გაიმართება. პირველ დღეს ჯგუფი 1991 წელს გამოცემულ ნამუშევარში“Black Album” განთავსებულ ყველა კომპოზიციას შეასრულებს, მეორე დღეს კი 1984 წელს ჩაწერილ დისკში “Ride The Lightning” შესულ სიმღერებს. 9 ივნისს “Metallica” მონაწილეობას მიიღებს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ “Download”-ის ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალში.ამ კონცერტზე მუსიკოსები“Black Album”-ში შესულ ყველა კომპოზიციას ცოცხლად შეასრულებენ. |