ახლადგამოჩეკილი მუსიკოსისათვის ეს პირველი სერიოზული სადებიუტო გამოსვლა აღმოჩნდა.
ჯეიმს მაკარტნის გარკვეული მუსიკალური გამოცდილება უკვე გააჩნია. ახალგაზრდა სერ პოლის ორი ალბომის ჩაწერაში იღებდა მონაწილეობას. თავის მხრივ ბატონმა პოლმა შვილის ორი დისკის გამოშვება დაასპონსორა.
ქალაქ ლივერპულის შემდეგ 34 წლის ახალბედა მომღერალი დუბლინში გაემგზავრება და იქაურ კლუბებში რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს. ირლანდიის შემდეგ კი აშშ-ში საგასტროლო მოგზაურობას დაიწყებს.
“The Beatles”-ის წევრები ლივერპულში მდებარე “Cavern Club”-ში კონცერტებს წინა საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ატარებდნენ. საერთო ჯამში ჯგუფს ამ ადგილას 300-მდე კონცერტი აქვს გამართული.
1973 წელს კლუბი რამდენიმე წლით დაიხურა. შემდეგ სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და ამჟამად ქალაქ ლივერპულის ერთ-ერთ ღირთშესანიშნაობას წარმოადგენს.
1999 წელს სერ პოლმა “Covern”-ში სპეციალური კონცერტი ჩაატარა, რომელიც მისი სტუდიური ჩანაწერის “Run Devil Run”-ის გამოსვლას მიეძღვნა.