მიუზიკლი “Let It Be”

მიუზიკლი “Let It Be”

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ლონდონის თეატრში “Prince of Wales Theatre” ახალი მიუზიკლის პრემიერა გაიმართება.

ამ სპექტაკლის სახელწოდებაა “Let It Be” და პოპულარული ჯგუფი “The Beatles”-ის პირველი სინგლის “Love Me Do” ჩაწერის 50 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ეს სიმღერა ჯგუფის წევრებმა 1962 წელს გამოუშვეს.

მიუზიკლის მიმდინარეობისას ნაჩვენები იქნება ჯგუფის ისტორიის ამსახველი დოკუმენტური სურათი. ამ დადგმაში მონაწილე მსახიობები “The Beatles”-ის არაერთ ცნობილ კომპოზიციას შეასრულებენ. მათ შორის “Yesterday”-ს, “Hey Jude”-სა და “Come Together”-ს.

ცნობილი გახდა, რომ ამ სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას სერ პოლ მაკარტნი და რინგო სტარიც დაესწრებიან.