როგორც ჩანს,

როგორც ჩანს, "დელტას" ხელმძღვანელის გათავისუფლება ქალბატონი მინისტრის გადაწყვეტილებაა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს "დელტას" ხელმძღვანელის გათავისუფლების დეტალებზე საუბარი მოუწევს.

ირაკლი სესიაშვილი 2030-ის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ ეს სავარაუდიდ, მინისტრ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებაა.

"როგორც ჩანს, ეს ქალბატონი მინისტრის გადაწყვეტილებაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი,  რამდენიმე დღის წინ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არაეფექტურ მუშაობას უკავშირდება. ნაწილობრივ, ჩემთვის ინფორმაცია ცნობილია, მაგრამ არ მინდა, ცალმხრივ ინფორმაციას დავეყრდნო”, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, "დელტამ" თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა იმ თანხასთან დაკავშირებით, რაც რაკეტების შესაძენად იყო საჭირო.

"ჩემთვის ცნობილი არ არის თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, თუ რატომ არ მოხდა ამ თანხის დროულად მიწოდება, რაკეტების დროულად  წარმოება და შესაბამისი მიმართულებით ჩაშვება. ჩემთვის, “დელტა” და თავდაცვის სამინისტრო ცალ-ცალკე მხარე არ არის. ეს ერთი სისტემაა და პასუხისმგებლობა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს აქვს”,- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.