Associated Press-ს - ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილმა ლაინერმა კატასტროფა განიცადა

Associated Press-ს - ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილმა ლაინერმა კატასტროფა განიცადა

ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილმა ლაინერმა, A320-მა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ეგვიპტის ავიაციის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა სააგენტო Associated Press-ს განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ამჟამად დაწყებულია თვითმფრინავის ფრაგმენტების ძებნა. სამძებრო სამუშაოები ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარეობს.

ლაინერის ჩამოვარდნა ეგვიპტის მთავრობას ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ლაინერი A320 რადარებიდან ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ გაქრა.ეგვიპტური მედიის ცნობით, ბოლო კონტაქტი მფრინავთან თვითნფრინავის გაუჩინარაბამდე 10 წუთით ადრე მოხდა.

თვითნფრინავის ბორტზე, რომელიც პარიზიდან კაიროში მიემგზავრებოდა 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი.