ფრანგული სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ სამგზავრო ლაინერის გაუჩინარების მიზეზი ტერორისტული აქტი იყოს. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი აცხადებს, რომ „ხელისუფლება არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს“.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი არსებულ სიტუაციაზე ეგვიპტელ კოლეგას აბდელ ფათაჰ ალ-სისის გაესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ თვითმფრინავის გაუჩინარების გარემოებებს ერთად გამოიძიებენ.
ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერი ”A320” რადარებიდან პარიზიდან კაიროში ფრენის დროს გაქრა. ლაინერის ბორტზე 66 ადამიანი, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდნენ.