წყნარ ოკეანეში, გუამის კუნძულებზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე ბომბდამშენი ”В-52” ჩამოვარდა.
სამხედრო უწყების ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფებოდა, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.
ბომბდამშენ В-52-ს ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„ბიბისი“ წერს, რომ ანალოგიური შემთხვევა 2008 წელსაც მოხდა. მაშინ ”В-52”-ის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის 6 წევრი დაიღუპა.