მედია გაუჩინარებული ლაინერის ბორტზე მყოფი მგზავრების ეროვნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მედია გაუჩინარებული ლაინერის ბორტზე მყოფი მგზავრების ეროვნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დასავლური მედია გაუჩინარებული ლაინერის ბორტზე მყოფი მგზავრების ეროვნების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. ტელეკომპანია „ბიბისის“ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებიან: ეგვიპტის 30, საფრანგეთის - 11, დიდი ბრიტანეთის - 1, ბელგიის - 1, ერაყის -2, ქუვეითის -1, საუდის არაბეთის -1, სუდანის -1, ჩადის -1, პორტუგალიის -1, ალჟირის -1 და კანადის 1 მოქალაქე.
უკვე 5 საათია, რაც ლაინერ A320 -თან კავშირი დაკარგულია. „ბიბისი“ წერს, რომ მგზავრების ოჯახის წევრები ამ წუთებში კაიროს აეროპორტში იმყოფებიან, ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ იქვე მივიდა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი შარიფ ისმაილიც.
ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი თვითმფრინავი რადარებიდან პარიზიდან კაიროში ფრენის დროს გაქრა. ლაინერის ბორტზე 66 ადამიანი, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდნენ. ლაინერი პარიზიდან 18 მაისის საღამოს გაფრინდა, დღეს დილით კი მისი გაუჩინარების შესახებ გახდა ცნობილი.