ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი Airbus A320 რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი პარიზი -კაიროს მიმართულებით ასრულებდა რეისს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 
ეგვიპტის ავიახაზების განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე 56 მგზავრი იმყოფებოდა. 
არსებული ინფორმაციით, Airbus A320 11 კილომეტრ სიმაღლეზე იყო, როდესაც რადარებიდან გაქრა. 
EgyptAir-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.