თურქეთის პოლიცია ქვეყნის მოსახლეობას თავდასხმების შესახებ აფრთხილებს

თურქეთის პოლიცია ქვეყნის მოსახლეობას თავდასხმების შესახებ აფრთხილებს

თურქეთის პოლიცია ქვეყნის მოსახლეობას „ისლამური სახელწმიფოსგან“ მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. 
„როიტერის“ ცნობით, ტერაქტები შესაძლოა, 19 მაისს ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში განხორციელდეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ტერორისტების სამიზნეს ძირითდად სამხედრო ობიექტები წარმოადგენს. 
აღსანიშნავია, რომ თურქეთში „ისლამური სახელმწიფო“ და ქურთი მებრძოლები ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად ახორციელებენ თავდასხმებს.