დევიდ სმიტი - დროა საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან წევრობის კონკრეტული თარიღი მიიღოს

დევიდ სმიტი - დროა საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან წევრობის კონკრეტული თარიღი მიიღოს

დროა საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან წევრობის კონკრეტული თარიღი მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის ყოფილმა დირექტორმა დევიდ სმიტმა, ნიუ-ორკში, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კურპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ინფორმაციით, სმიტმა ყურადღება საქართველოს მიღწევებსა და მის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე გააკეთა.

”დღევანდელ საქართველოს შეუძლია იამაყოს წარმატებული დემოკრატიით, განვითარებული ეკონომიკით და რეფორმებით. ახლა უკვე ნამდვილად დროა, რომ საქართველო ჯერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, ხოლო შემდეგ უკვე ევროკავშირის. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნამდვილად არის ამერიკისა და ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს ინტერესი. საქართველომ უკვე ყველა რეკომენდაცია შეასრულა. უკვე არის დრო, რომ ნატომ საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. უკვე დროა, კონკრეტული თარიღი, სამოქმედო გეგმა ან გრაფიკი დასახელდეს, თუ როდის გახდება საქართველო ალიანსის წევრი”, - განაცხადა დევიდ სმიტმა.