იქნება თუ არა ვეტო, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც კანონპროექტი ოფიციალურად ჩაგვბარდება

იქნება თუ არა ვეტო, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც კანონპროექტი ოფიციალურად ჩაგვბარდება

პრეზიდენტის პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არის უარყოფითი, - ამის შესახებ ”პალიტრა ნიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა. დაადებს თუ არა პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს, კოჟორიძის თქმით, ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.

”ის, რომ პრეზიდენტის განწყობა არის უარყოფითი, რომ პრეზიდენტი ხედავს პრობლემებს ამ კანონპროექტში, ეს ჩვენი მხრიდან ითქვა. იქნება თუ არა ვეტო და იქნება თუ არა სხვა ღონისძიებები და ბერკეტები პრეზიდენტის მხრიდან გამოყენებული ამ კანონპროექტთან მიმართებაში, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც კანონპროექტი ოფიციალურად ჩაგვბარდება”, - განაცხადა კოჟორიძემ.