ნატო განაგრძობს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების გზაზე

ნატო განაგრძობს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების გზაზე

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პროგრესი ვარშავის სამიტზე აღიარებული იქნება.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო განაგრძობს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

"ხვალ, მონტენეგროსთან ალიანსში მიწვევის ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან და სხვა ასპირანტ ქვეყნებთან მუშაობას. ღრმად მწამს, რომ ნატო-ს სამიტზე, ივლისში, აღიარებული იქნება საქართველოს მიერ მიღებული პროგრესი და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს მყარ ვალდებულებას, რომ ვუზრუნველვყოთ ძლიერი პოლიტიკური და ასევე, პრაქტიკული მხარდაჭერა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების, ინსტიტუტების განვითარების და შეაიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კუთხით. ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას, რომ დავეხმაროთ საქართველოს ნატო-ს წევრობის გზაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით.  

ცნობისათვის, ხვალ, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება. როგორც ცნობილია, მონტენეგროს ალიანსის წევრობას შესთავაზებენ. ნატო-ს სამიტი 8-9 ივლისს, ვარშავაში გაიმართება.