ლევან ბერძენიშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე - იმან, რომ ხუთივე დამნაშავე ერთნაირად არის დამნაშავე, გამიჩინა განცდა, რომ არც ერთს არ ეკუთვის შვიდი დღეც კი

ლევან ბერძენიშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე - იმან, რომ ხუთივე დამნაშავე ერთნაირად არის დამნაშავე, გამიჩინა განცდა, რომ არც ერთს არ ეკუთვის შვიდი დღეც კი

ე.წ. კაბელების საქმე ძალიან ჰგავს “ფოტოგრაფების საქმეს“, რომელიც, იცით, როგორც დამთავრდა - იმედი მაქვს, ეს საქმეც ასე დამთავრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “რესპუბლიკელმა“ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება მსჯავრდებული პირების პრეზიდენტის მიერ შეწყალების შესახებ “ეროვნული ფორუმის“ წინადადებას, ბერძენიშვილის თქმით, პრეზიდენტი შეწყალების უფლებას მიმართვის გარეშეც ფლობს.

 “ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწდეს, რომ სამართლებრივი გზები ამოწურული არ არის. იმედი მაქვს, მომდევნო სასამართლო მაინც გაითვალისწინებს იმას, რომ როგორც ჩანს, ვერ შეგროვდა სათანადო მტკიცებულებები დამნაშავეობის განსასაზღვრად. ჩემზე, როგორც ყოფილ პატიმარზე, ძალიან მძიმედ იმოქმედა იმან, რომ ხუთივე დამნაშავე აბსოლუტურად ერთნაირად არის დამნაშავე და ხუთივეს შვიდ-შვიდი წელი ეკუთვნის, საიდანაც გამიჩნდა განცდა, რომ არც ერთს არ ეკუთვის შვიდი დღეც კი“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

მან აქვე აღნიშნა, რომ “კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით “რესპუბლიკელების“ პოზიცია იმთავითვე ნათელი იყო.

“ჩვენ ამ საქმის დაწყების დღიდან ვწევდით წინააღმდეგობას. პოლისაბჭოზე ვთქვით, რომ საქმე იყო პოლიტიკური და არ იყო სწორი. ამის შემდეგ თითქმის მთელმა ფრაქციამ ხელი მოვაწერეთ თავდებობას, ხოლო მინისტრმა თინა ხიდაშელმა ეს ხალხი სამსახურში დააბრუნა“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.