ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი დენიელ კრეიგი, დიდი ბრიტანეთის დედოფლის მოწვევით, მონაწილეობას 2012 წლის ოლიპიადის გახსნაზე მიიღებს. როგორც გაირკვა, საზეიმო ცერემონიის რეჟისორი დენი ბოილი და ცნობილი „აგენტი 007“ დევიდ კრეიგი სამეფო ოჯახის მხრიდან სასახლეში მინი-ფილმის გადასაღებად მიიწვიეს. ფილმს საზოგადოება 27 ივლისს, ოლიმპიადის გახსნაზე ნახავს. სიუჟეტის მიხედვით, საიდუმლო აგენტი,- მისი უდიდებულესობა ჯეიმს ბონდი სამეფო რეზიდენციაში მიდის ახალ დავალებას იღებს,-გახსნას ოლიმპიური თამაშები ლონდონში. ამბობენ, რომ შეიძლება ფილმის ეპიზოდურ როლში დედოფალმაც „გამოანათოს“. სამოქმედო ინსტრუქციის მიღების შემდეგ ბონდი ჯდება ვეტმფრენში (რომელიც სასახლის ეზოში ელოდება) და ოლიმპიური სტადიონისკენ მიდის, სტადიონზე ის პარაშურით ეშვება. პროექტი დედოფალის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კეთდება, სამეფო რეზიდენციაში სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. წელს ბონდიანას 50 წლისთავიც აღინიშნება. |