სტარტაპების დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით განისაზღვრა

სტარტაპების დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით განისაზღვრა

სტარტაპების დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით განისაზღვრა. 11 მილიონიანი ბიუჯეტით ახალ ბიზნეს და ინოვაციურ იდეებს საპარტნიორო ფონდი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დააფინანსებს. პროგრამის ფრონტ-ოფისი ტექნოპარკის შენობაში განლაგდება. 

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, სტარტაპების დაფინანსების პროგრამა ივნისიდან დაიწყება. 
”ივნისშივე გამოცხადდება პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, საიტზე კი განთავსდება სარეგისტრაციო ფორმები. პროექტზე ჯამში 11 მილიონი ლარია გამოყოფილი. ”ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ” ,,საპარტნიორო ფონდთან” ერთად მუშაობს. პროგრამა სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება”, - განმარტეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. 

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, იდეის ავტორის თანადაფინანსება იქნება მინიმუმ 10%-იანი, იდეა კი შეფასდება 40%-იან წილად. შესაბამისად ბენეფიციარი სტარტაპ კომპანიაში სულ მცირე 50%-იანი წილის მფლობელი გახდება. შემდგომში კი ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, გამოისყიდოს ფონდის წილი შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.