დონალდ ტუსკი - ევროკავშირის ალტერნატივა მხოლოდ პოლიტიკური ქაოსია

დონალდ ტუსკი - ევროკავშირის ალტერნატივა მხოლოდ პოლიტიკური ქაოსია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის ალტერნატივა მხოლოდ პოლიტიკური ქაოსია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ წერს. 
ბრიტანული გამოცემის ცნობით, დონალდ ტუსკმა ლონდონის ყოფილი მერის, ბორის ჯონსონის ბოლო კომენტარებს „აბსურდი“ უწოდა და „ევროპის ხედვის“ დაცვით გამოვიდა.

მისივე თქმით, მას არ შეუძლია „იყოს ჩუმად“ მას შემდეგ, რაც ჯონსონმა ევროკავშირის მიზნები ჰიტლერისას შეადარა. დონალდ ტუსკის განცხადებით, ლონდონის ყოფილ მერს „პოლიტიკური ამნეზია“ აქვს. ჯონსონი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერს მხარს. ბრიტანეთში ევროპული გაერთიანებიდან შესაძლო გასვლის საკითხზე რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება.