გიორგი მარგველაშვილი - საქართველოში წელს მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება, სადაც მოსახლეობამ თავისი ნება მტკიცედ უნდა დააფიქსიროს

გიორგი მარგველაშვილი - საქართველოში წელს მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება, სადაც მოსახლეობამ თავისი ნება მტკიცედ უნდა დააფიქსიროს

საქართველოში წელს მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება, სადაც მოსახლეობამ თავისი ნება მტკიცედ უნდა დააფიქსიროს, თუ რას ფიქრობს მომავალზე და რა ხედვები აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ქუთაისში კადეტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს საქართველოში ტარდება არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოხატოს თავისი ნება და ძალიან მტკიცედ დააფიქსიროს, რას ფიქრობს მომავალზე, რა ხედვა აქვს მომავალთან მიმართებაში და რა ღირებულებები უნდა მომავალი, ძლიერი საქართველოს მშენებლობისთვის. 
”ჩვენ ვმოღვაწეობთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სერიოზულ გამოწვევებში არის საქართველოს მთავრობა, პრეზიდენტი და თითოეული მოქალაქე. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ჩვენს შორის არიან ადამიანები,რომლებიც ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოაძევეს მარტო იმიტომ, რომ ისინი არიან ქართველები და მათი არაფერი დაუშავებიათ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ქუთაისში კადეტთა სასწავლებელს სტუმრობდა.